მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის უღელტეხილზე? - ცქიტიშვილის ანგარიში

5fdb3fd6461cd
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 15:19
1126
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მაია ცქიტიშვილის თქმით, 2020 წელს პანდემიის მიუხედავად რიკოთის მაგისტრალზე ძალიან აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობდა. ამის შესახებ მან უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა რიკოთზე დღეისთვის მიმდინარე სამუშაობი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთზე მაგისტრალის მოწყობა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს.

„მთელი წლის განმავლობაში ვხედავდით რამდენად მასშტაბურად იცვლებოდა რიკოთის მონაკვეთი. 4-ვე მონაკვეთზე - ჩუმათელეთი - ხევი, ხევი-უბისა, უბისა - შორაპანი, შორაპანი -არგვეთაზე მიმდინარეობს სამუშაობი, რაზეც 3 311 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 1 988-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.

რიკოთის მონაკვეთზე 96 ხიდიდან სამუშაობი 53 ხიდზე მიმდინარეობს, გაჭრილია 5 გვირაბი, ხოლო 53 გვირაბიდან სამუშაობი 39 გვირაბზე მიმდინარეობს.

ეს ის სამუშაოებია, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის მაგისტრალს და შეამცირებს როგორც მგზავრობის დროს, ასევე გადაადგილების სიჩქარეს“, - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და დასძინა, რომ გუშინ ხელი მოეწერა ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე სამუშაობის დაწყების ხელშეკრულებას.