მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სავალდებულო რეკომენდაციებით მოხდება ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა? - პროტოკოლი

60379b795b948
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.21 09:40
956
ეკონომიკის ამოქმედებისა და შეზღუდვების მოხსნასთან ერთად 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, ხოლო 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი, შაბათ-კვირის გარდა, ამოქმედდა, ხოლო 22 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტის მოქმედებაზე შეზღუდვა შაბათ-კვირას მოიხსნა. ამასთან, 25 თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა განახლდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც, მათ შორის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების. 27 თებერვლიდან კი, აღდგება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაც.

რა წესები უნდა დაიცვან მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, იქნება ის მუნიციპალური თუ საქალაქთაშორისო და რა რეგულაციები უნდა დააკმაყოფილონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა - ამ კითხვზე პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ ბრძანება № 01-227/ო-შია გაწერილი.

მე-20 დანართის მიხედვით:

• საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ დაიშვებიან მოქალაქეები, რომლებსაც არ ეკეთებათ ნიღაბი.
• მეტროში ან მოსაცდელებში გამოყენებულ უნდა იყოს სავალდებულო პირობითი ნიშნები და გაკონტროლდეს მგზავრთნაკადები.
• დასაქმებულები აღჭურვილნი უნდა იყვნენ დაცვის საშუალებებით - ნიღბით, პირბადით ან დამცავი ფარით;
• ტრანსპორტში ხშირად შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ზსნარებით;
• მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა აკრძალულია.
• ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან უნდა მოეწყოს ბარიერები;
• ტრანსპორტის დეზინფექციისას განსაკუთრებით უნდა დამუშავდეს ხსნარით ავარძლის სამკლაურები და თავის საყრდენი;
• მუდმივად უნდა განიავდეს სალონი;
• სამუშაო დღის შემდეგ საერთო სამუშაო სივრცე უნდა დალაგდეს სველი წესით.
• მეტოში გამართულად უნდა მუშაობდეს სავენტილაციო სისტემა;
• უნდა მოხდეს სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია;
• მეტროში დასაქმებულები საჭიროების შემთხვევაში აღჭურვილ უნდა იყვნენ ხელთათმანებით, დამცავი, ფარით, სპეცტანსაცმლით და ნიღბით.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულებმა და მგზავრებმა:

• უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები;
• მოერიდონ სხვებთან კონტაქტს და მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი;
• სამუშაოს შესრულებისას გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;