„მე მაინც ყველაზე დიდ მნიშვნელობას, პირველ რიგში, ფრენების სუბსიდირებას მივანიჭებდი“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამეტში 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ტურიზმის ყოფილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ამჟამად დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილის კითხვას. "იქნება თუ არა ტურიზმი პრიორიტეტი, სადაც მოხდება დამატებითი ჩარევა და დახმარება?"- ჰკითხა ქვრივიშვილმა მინისტრს.
ავიაცია რომ ტურიზმის ის მთავარი რგოლია, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, ახალი არაა და მაშინ როდესაც მთავრობამ covid-19-ის გამო დაზარალებული არაერთი სექტორი დაასუბსიდირა, არაა გამორიცხული ავიაციის შემთხვევაშიც ეს გზა აირჩიოს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტი ავიაციის სექტორში ზვიად ჩხარტიშვილი BM.GE-ისთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეთანხმება და მიუხედავად სუბსიდირებისადმი თავისი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, აცხადებს, რომ სექტორი სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს.
„სუბსიდიებთან დაკავშირებით ძალიან ფაქიზი და სკეპტიკური მიდგომა მაქვს, ზოგადად, მაგრამ ამ შემთხვევაში საავიაციო სექტორს მართლა სჭირდება სუბსიდირება, ოღონდ აუცილებლად წინასწარ უნდა გაიმართოს მოსმენები, რომელ კომპანიას დავეხმაროთ: ავიაკომპანია იქნება თუ აეროპორტი, აქ ძალიან ფაქიზად გადასაწყვატია. ერთს თუ დაეხმარები და მეორე სექტორმა ვერ გაუძლოს, ეს თანხა გადაყრილი აღმოჩნდება.
ვის, როგორ, რა ფორმით - დახმარება ბევრნაირია, შეიძლება თანხა არ ჩაურიცხო, მაგრამ რაღაც გადასახადი შეამსუბუქო; თუ ფინანსთა სამინისტროს უნდა დახმარება, უნდა გაიმართოს მოსმენა კერძო სექტორის ჩართულობით.
მე არ დავუკავშირებდი ავიაციის მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას მხოლოდ ტურიზმის სექტორს. ავიაცია მხოლოდ ტურიზმი არ არის, ძალიან ფართო განხილვაა საჭირო და სხვათა შორის პრობლემებია დაგროვილი და გაანალიზებული; შესაბამისად, როდესაც შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩაატარონ განხილვა, სადაც სექტორის საჭიროებებზე კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ“, - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.
მხარდაჭერაზე საუბარს კი, დარგის ექსპერტი ფრენების უმოკლეს დროში აღდგენით იწყებს. მას მიაჩნია, რომ ფინანსური დახმარება მხოლოდ და მხოლოდ ფრენების აღდგენის შემდეგ უნდა მოხდეს.
„ყველაფერი იწყება ფრენების შეზღუდვიდან - თუ ეს შეზღუდვა არ იქნება, ყველაფერი ნაწილ-ნაწილ გამოსწორდება. ფრენებთანაა დაკავშირებული აეროპორტი, ნავიგაცია, დამხმარე საწარმოები, ტურიზმის სექტორი - ყველაფერი. თუ ფრენები არ გაიხსნა ფინანსური მხარდაჭერა ერთჯერადი იქნება და რესურსი ამოწურვადია. საქართველო არ არის გერმანიის და საფრანგეთის დონეზე, რომ თანხები ყველას და ყველაფერს ეყოს. შესაბამისად, პოლიტიკა თანმიმდევრული უნდა იყოს - ფრენებიც უნდა გაიხსნას და ფინანსური მხარდაჭერაც უნდა გაეწიოთ. საბანკო გარანტიებზე იყო საუბარი, რადგან კომპანიებს ხომალდები ლიზინგით აქვთ ნაყიდი და რამდენიმე მიმართულებითაა სამუშაო, თუმცა, პირველ რიგში, ფრენების გახსნა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ კომპანიებმა ოდნავ ამოისუნთქონ“, - ამბობს დარგის ექსპერტი.
კითხვაზე - უნდა დაასუბსდიროს თუ არა სახელმწიფომ ბილეთების ფასი იმისთვის, რომ ფრენები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ზვიად ჩხარტიშვილი პასუხობს, რომ - არა.
„არასდროს ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ბილეთის ფასი უნდა დასუბსიდირდეს. ეს ჩემთვის პირადად მიღებელია. რაც უფრო მეტი იქნება ბაზარზე კონკურენცია, მით უკეთესი ხარისხი იქნება და ეს ბილეთის ფასზე აისახება. ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კომპანიების თავისუფალ ოპერირებას ბაზარზე, არ უნდა ჩაერიოს ტარიფებში და შესაბამისად, დახმარებაც არ დასჭირდებათ ბილეთების სუბსიდირების ნაწილში“, - განუცხადა BM.GE-ის ავიაციის ექსპერტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?