მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სახის საინფორმაციო კამპანია ჩატარდა ვაქცინაციის წასახალისებლად? - სრული ინფორმაცია

61fceca54bfa1
ინგა მურუსიძე
07.02.22 13:00
569
უკვე ორი წელია მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად რეგულაციების შესრულება და ვაქცინაცია სახელდება, თუმცა როგორც ჩანს, ორივე მათგანი ძირითადად მხოლოდ გაიდლაინებად რჩება, ვინაიდან ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დასული, ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 42%, ხოლო ქორწილებსა და ქელეხებზე უარი პანდემიის არც ერთ კრიტიკულ პერიოდში არ თქმულა. ვაქცინაციის მართვის პროცესში არაერთი კრიტიკა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ საინფორმაციო კამპანია არასაკმარისია და მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია ვერ მიდის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც პანდემიის მიმდინარეობას და არსებულ სიტუაციას აღწერს, მათ შორის საუბარია საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც NCDC-მ სხვადასხვა ჯგუფების დახმარებით წარმართა.

როგორც მე-8 გადახედვიდან ვიგებთ, საინფორმაციო კამპანიის ძირითადად მიმართულებებს ბანერების გაკვრა, საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა და მედია-სემინარების გამართვა წარმოადგენდა.

კვლევაში აღნიშნულია გაეროს განვითარების პროიგრამის მიერ ჩატარებული 4-თვიანი საინფორმაციო კამპანია, „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. კამპანიის ფარგლებში 70-მდე შეხვედრა ჩატარდა, დაიბეჭდა ბროშურები, დამზადდა 8 ვიდეორგოლი. თუმცა რთული სათქმელია, რამდენად შეიძლება ეს NCDC-ს მიერ ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიად ჩაითვალოს. 

აქვე საუბარია, რომ საქართველოს რკინიგზაში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები.

ახალგაზრდა მოხალისეებმა, რომელთა მობილიზება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით განხორციელდა, ვაქცინების შესახებ ინფორმაცია 30 000-ზე მეტ ადამიანს გააცნეს.

რაც შეეხება უშუალოდ NCDC-ს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს:

განხორციელდა ვაქცინაციის მარათონი, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე 49 სოფელში ჩავიდნენ, ხოლო მეორე ეტაპზე ოზურგეთისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. ვაქცინაციის ფარგლებში შეიქმნა კამპანის ახალი აგტრიბუტები: ბუკლეტები, ბანერები, პოსტერები. მარათონის ფარგლებში ჯანმოს მხარდაჭერით შეიქმნა ვიდეო-რგოლები.

გარე რეკლამა:

ჯანმოს მხარდაჭერით, მთავრობის ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს პარტნიორობით მომზადდა ახალი ბილბორდები, რომლებიც განთავსდა თბილისის ქუჩებსა და მეტროსადგურებში გზავნილით „მე ავიცერი“. (20 ბილბორდი თბილისის ქუჩებში, 21 მეტროსადგურებში და 190 უშუალოდ ვაგონებში). აღნიშნული ბილბორდები ჯანმოს მხარდაჭერით 10 თებერვლამდე იქნება განთავსებული ლოკაციებზე, ხოლო თებერვლიდან დაგეგმილია განახლებული ბილბორდების განთავსება საქართველოს მასშტაბით, იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მოცვა დაბალია.

ევექსთან პარტნიორობით, მომზადდა ბილბორდები და განთავსდა თბილისის მასშტაბით.

ცენტრის FACEBOOK-ის გვერდზე განხორციელდა 20-მდე პირდაპირი ჩართვა, სადაც ცენტრის ექსპერტებმა ისაუბრეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

ჯანმოს მხარდაჭერით შეიქმნა 20-მდე ფოტორეპორტაჟი და ა.შ.

ინფორმაცია სრულად: