მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სახით შეიძლება მოხდეს საქართველოს რკინიგზის პრივატიზება - ივანე მაჭავარიანის განცხადება

5e5648e6b2a12
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.20 14:33
1674
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2020" პრივატიზაციის შესაძლო გეგმების შესახებ, მათ შორის საქართველოს რკინიგზის პრივატიზების შესახებ ისაუბრა. 

მაჭავარიანის თქმით, სახელმწიფოს რკინიგზასთან მიმართებით შეუძლია სხვადასხვა კონფიგურაციის საპრივატიზებო პაკეტი შექმნას, მათ შორის სრულად შეინარჩუნოს საკუთრება რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე, ხოლო მისი მართვა ან ტვირთების გადაზიდვა კერძო ოპერატორებს გადააბაროს. მაჭავარიანის თქმით, ამ პროცესს "ანბანდლინგი" ეწოდება და მისი წარმატებული მაგალითების პოვნა საქართველოს ენერგეტიკის სექტორშიც არის შესაძლებელი. 

"90-იან წლებში, როცა ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ, რას ურჩევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ამბობდნენ, სამ რამეს ვურჩევთო - "პრივატიზაციას, პრივატიზაციას, პრივატიზაციას!" ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვას უარყოფითი ელფერი მიეცა და ეშინიათ კიდეც მთავრობებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ფრთხილობენ, "რადგან ეს არის სტრატეგიული ობიექტი". იყო საუბარი რკინიგზის პრივატიზაცია არის თუ არა შესაძლებელი, როცა ის სტრატეგიული ობიექტია.

ორ ყოფით მაგალითს გეტყვით - ჩვენს ოჯახში, ბინებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი ყველა კერძო კომპანიის მიერ მოგვეწოდება. აბა ეს სტრატეგიულია თუ არა ჩვენ ოჯახში სითბო იქნება თუ არა? - ამაზე სტრატეგიულია ზემოთ ვაგონი რომ გაივლის რკინიგზაზე? ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება. არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ობიექტის ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის ტრეიდინგი არის კომერციალიზირებული ამას "ანბანდლინგს" უწოდებენ. ამ დროს როგორც ყოველთვის ეფექტურობა მეტია ხოლმე. ენერგეტიკაშიც არის ეს ფენომენი, ტელეკომშიც, როდესაც ძირითადი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა ემიჯნება იმ სერვისებს, რისი მეშვეობითაც ამ ინფრასტრუქტურით ხდება მიწოდება.

ამ მიმართულებით არამარტო შეიძლება, უნდა ვიფიქროთ კიდეც. ენერგეტიკაშიც ასეთი სიტუაცია გვაქვს. დიდი ნაწილი პრივატიზირებულია, ქალბატონ ნათიასაც (თურნავა) შეუძლია ამ ნაწილზე ისაუბროს - გენერაციის და გადაცემის დიდი ნაწილი, საცალო დისტრიბუციაც პრივატიზირებულია, იქაც შეგვიძლია სურათი უფრო გლობალურად დავინახოთ, რადგან სივრცე არის,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

საქართველოს რკინიგზა დღეს სახელმწიფოს კუთვნილ საინვესტციო ფონდს "საპარტნიორო ფონდს" ეკუთვნის.