რა სჭირდება პირველადი ჯანდაცვის სექტორს საქართველოში, რომელიც ერთ-ერთ სუსტ რგოლად მიიჩნევა მთლიან სისტემაში? - ამ შეკითხვას „ევექსი კლინიკების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გორდაძემ Forbes Georgia-ს იანვრის გამოცემასთან ინტერვიუში უპასუხა. მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით სწრაფად მოძრაობა.
„საქართველო დსთ-ის ქვეყნებს რომ შევადარებთ, სამწუხაროდ, სახელმწიფო დაფინანსების პირველად ჯანდაცვაზე წილობრივად გადანაწილების კუთხით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. არადა, მცირე ფინანსური რესურსის შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ განვითარებული და ხარისხზე ორიენტირებული პჯდ გვქონდეს, თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება გაზარდო დაფინანსება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად მიიღო ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ავსებდეს. ერთი მხრივ, უნდა გაიზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ინდიკატორები დააწესოს, რითაც მისაღებ ხარისხს განსაზღვრავს“, - აღნიშნა გიორგი გორდაძემ.
მისივე თქმით, ასეთი სისტემაა P4P (Pay for Performance), ანუ შედეგებიდან გამომდინარე დაფინანსება, რაც „ევექსი კლინიკების“ დირექტორის მოსაზრებით, გაზრდის მოტივაციას პროვაიდერების მხრიდან, რომ იზრუნონ ხარისხის ზრდაზე.
„თუ პირველად ჯანდაცვაში სწორად მოხდა თანხების ალოცირება, პროვაიდერებმა ეფექტიანად მართეს რესურსი და ხარისხიანი მიწოდება უზრუნველყვეს, მთლიანად ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯები შემცირდება, ვინაიდან დაავადებების მკურნალობა და პრობლემის აღმოფხვრა პირველივე ეტაპზე მოხდება“, - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, რომელიც ჯამში 3000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 33 კლინიკას მართავს.
როგორც გიორგი გორდაძემ აღნიშნა, პირველად ჯანდაცვაში გასულ წლებში რეფორმების რამდენიმე ტალღა ჩატარდა, თუმცა პანდემიამ ამ პროცესის შეფერხება გამოიწვია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი