მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება პირველადი ჯანდაცვის სექტორს, რომელიც ერთ-ერთ სუსტ რგოლად მიიჩნევა? - მოსაზრება

63cd29b6d4322
თამთა ჯიჯავაძე
22.01.23 17:17
533
რა სჭირდება პირველადი ჯანდაცვის სექტორს საქართველოში, რომელიც ერთ-ერთ სუსტ რგოლად მიიჩნევა მთლიან სისტემაში? - ამ შეკითხვას „ევექსი კლინიკების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გორდაძემ Forbes Georgia-ს იანვრის გამოცემასთან ინტერვიუში უპასუხა. მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით სწრაფად მოძრაობა.

„საქართველო დსთ-ის ქვეყნებს რომ შევადარებთ, სამწუხაროდ, სახელმწიფო დაფინანსების პირველად ჯანდაცვაზე წილობრივად გადანაწილების კუთხით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. არადა, მცირე ფინანსური რესურსის შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ განვითარებული და ხარისხზე ორიენტირებული პჯდ გვქონდეს, თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება გაზარდო დაფინანსება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად მიიღო ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ავსებდეს. ერთი მხრივ, უნდა გაიზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ინდიკატორები დააწესოს, რითაც მისაღებ ხარისხს განსაზღვრავს“, - აღნიშნა გიორგი გორდაძემ.

მისივე თქმით, ასეთი სისტემაა P4P (Pay for Performance), ანუ შედეგებიდან გამომდინარე დაფინანსება, რაც „ევექსი კლინიკების“ დირექტორის მოსაზრებით, გაზრდის მოტივაციას პროვაიდერების მხრიდან, რომ იზრუნონ ხარისხის ზრდაზე.

„თუ პირველად ჯანდაცვაში სწორად მოხდა თანხების ალოცირება, პროვაიდერებმა ეფექტიანად მართეს რესურსი და ხარისხიანი მიწოდება უზრუნველყვეს, მთლიანად ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯები შემცირდება, ვინაიდან დაავადებების მკურნალობა და პრობლემის აღმოფხვრა პირველივე ეტაპზე მოხდება“, - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, რომელიც ჯამში 3000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 33 კლინიკას მართავს.

როგორც გიორგი გორდაძემ აღნიშნა, პირველად ჯანდაცვაში გასულ წლებში რეფორმების რამდენიმე ტალღა ჩატარდა, თუმცა პანდემიამ ამ პროცესის შეფერხება გამოიწვია.