მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის და რას უნდა დაესვას წერტილი? - სონღულაშვილის პასუხი

643d2be0235b3
მარიამ იზორია
17.04.23 14:49
1823
რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის - ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა “წეტილში” პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს განვითარებისთვის მშვიდობა, სტაბილურობა და იმ პროექტების განხორციელება სჭირდება, რაც დადგეგმილია.

“ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა. საკმაოდ საინტერესო პროექტებია დაგეგმილი. დაწყებული ანაკლიის პორტით, ასევე არსებული აეროპორტის გაფართოებით და წყალქვეშა კაბელის პროექტით” - აღნიშნავს სონღულაშვილი.

წამყვანის შეკითხვას თუ რას უნდა დაესვას ქვეყანაში წერტილი, დავით სონღულაშვილი ასე პასუხობს:

“ალბათ არაჯანსაღ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. სამწუხაროდ, ხშირად ჯანსაღი კონკურენტი გვაკლია ხოლმე მსჯელობაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - მსჯელობა საქმეზე.

როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩემთვის ამოცანაა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, იქ ჯერ ქვეყანა უნდა იყოს და მერე დანარჩენი კერძო ყველაფერი” - ამბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.