2021 წლის 15 იანვრიდან სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებული გადახდების დროს გადამხდელის სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა ამოქმედდა. აღნიშნული განპირობებულია 2019 წელს მიღებული “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებით, რომელიც თავის მხრივ ემყარება ევროდირექტივით და FATF-ის 40 რეკომენდაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
BMG-იმ საკითხის შესახებ განმარტების მიღებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა, სადაც განმარტავენ, რომ ცვლილება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უკავშირდება და ის რეგისტრაციის სავალდებულოობას განსაზღვრავს იმ ოპერაციებთან მიმართებით, რომლებიც ფულის გათეთრების მომეტებული რისკების მატარებელია, ხოლო არაერთი კატეგორიის სერვისზე ის არ იმოქმედებს.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, ამ ცვლილებების შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებული საფინანსო სექტორის შესაბამისი წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მოეხდინათ მომხმარებლების ინფორმირება ახალი რეგულაციის 2021 წლიდან ამოქმედების შესახებ და ამასთანავე ეწარმოებინათ საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით.
"იდენტიფიკაცია, მიუხედავად თანხის ოდენობისა, საერთოდ არ მოითხოვება აპარატით განხორციელებულ შემდეგ გადახდებზე:
- კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები)
- სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები
- სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები
- სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები)
- საფოსტო მომსახურება
- განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები)
- სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები
- მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა
- საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები)
- ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა)
- სავიზო მომსახურების საფასური
- გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან.
- დაბალრისკიანი საქონლის შეძენა
აქვე, სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებულ ნებისმიერი სხვა ტიპის გადახდებზე მოქმედებს ნულოვანი იდენტიფიკაციის ვალდებულება. შესაბამისად, ეს მოთხოვნა დაწესებულია მხოლოდ იმ ტიპის გადახდებზე, რომელიც შედარებით მომეტებული ML/FT რისკების მატარებელია და საჭიროა, მათი სრულყოფილი მონიტორინგი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მიტიგიციისათვის," - ნათქვამია სებ-ის მიერ BMG-ისთვის გაკეთებულ განმარტებაში.
შესაბამისად, აზარტული თამაშებისთვის, ასევე კრიპტოვალუტების ოპერაციებისთვის რეგისტრაცია სავალდებულოა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?