ჯანდაცვის მინისტრმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე DRG-სისტემაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტროს მაქსიმუმ ხუთ თვეში იქნება პირველი სურათი კონკრეტულ ნოზოლოგიებზე რა ტარიფი განისაზღვრება.
"აპრილიდან ე.წ DRG-სისტემა საპილოტე რეჟიმში გავუშვით. ეს არის დიაგნოზზე შეჭიდული სისტემა, რომელიც სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიან და ობიექტურ ტარიფებს განსაზღვრავს. რამდენიმე კლინიკაში, ერთ თვეზე მეტია, ეს საპილოტე რეჟიმშია ჩართული და ჩვენი გეგმის მიხედვით დაახლოებით 4-5 თვეში უკვე პირველადი სურათი გვექნება კონკრეტულ ნოზოლოგიებზე, რა ტარიფები უნდა განისაზღვროს. ჩვენი გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე რეალურ რეჟიმში ყველა კლინიკაში შეგვეძლება ტარიფების გადატანა და შეთავაზება.
DRG-ის ტარიფების ინდექსაციას რაც შეეხება, ამ სისტემის მიხედვით ვფიქრობთ, რომ ყოველწლიურად DRG-ს პრინციპით მოხდება ტარიფების გადათვლა და შესაბამისად ინდექსაციის საჭიროება არ იქნება. ეს ტარიფები რეალობასთან მაქსიმალურად იქნება მორგებული", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ცნობისთვის, DRG (Diagnosis-Related Groups) იგივე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფება, საავადმყოფოს დაფინანსების ერთ-ერთი მეთოდია.
სახელმწიფო კლინიკების დაფინანსების მოდელი ცვლის - რას გულისხმობს DRG?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ