24.სექტემბერი .2020 15:35

რა შედეგები მოიტანა ჯაპანა-ლანჩხუთის გზის გახსნამ

views 3476
უკან

კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოში კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განახორციელა და ივლისში, სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთი - ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაასრულა. გზაზე 15 ივლისიდან ორივე მიმართულებით არის გადაადგილება შესაძლებელი.

აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შედეგად, 20-30%-ით შემცირდა გადაადგილების დრო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს და გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ოთხ სოფელზე: ჯაპანა, ქვიანი, ნიგოითი და ქვემო შუხუთი.

კომპანიაში POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) აცხადებენ, რომ ჯაპანა-ლანჩხუთის გზა მაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია. მათივე თქმით, ძველი გზა საფრთხეს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ისე - ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაბამისად, ახალი პროექტის დროულად ჩაბარება კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო), მსოფლიოში არსებული ეპიდ ვითარების მიუხედავად, სამუშაოები არ შეუჩერებია და პროექტის დროულად ჩაბარება შეძლო.

(NS)