საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ორი კითხვა დაუსვა და სთხოვა, სებ-ის მიერ ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესისა და დედოლარიზაციის პოლიტიკის შედეგები წარმოედგინა.
თუმცა თავის მხრივ, დეპუტატი აცხადებს, რომ ამ რთულ კრიზისულ პერიოდში, სესხების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკამ მოქლაქეები სესხის აღებით გამოწვეული რისკებისგან დაიცვა.
„ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ დასვა კითხვები, გამიკვირდა, თუმცა მესმის და გამახსენდა, რომ ისინი ბიზნესიდან არიან და ბიზნესის გადმოსახედიდან ეს სწორი კითხვა იყო - რატომ შევზღუდეთ დოლარში სესხების გაცემა. ძალიან დიდი შემოსავლები დაკარგეს კომერციულმა ბანკებმა და საფინანსო ინსტიტუციებმა, მაგრამ აქ მეორე თემაა მნიშვნელოვანი - სამაგიეროდ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, რომლებიც სესხებს იღებდნენ, აღსრულების ბიუროში ჩამოსართმევი ქონების რაოდენობა შემცირდა. ერთია სესხს გასცემდე უპასუხისმგებლო დაკრედიტების შედეგად და მეორეა, როცა სესხის ამღები პირი ვერ იხდის იმ ქონებას და ბანკი ართმევს.
აქედან გამომდინარე გეკითხებით - რა შედეგი მოგცათ პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ?
სტატისტიკა მაქვს, რომ აღსრულების ბიუროში 2016 წელს ჩამოსართმევი ქონების რაოდენობა 40 000-ზე მეტი იყო, ძირითადად, ეს ბანკებიდან გადაცემული ქონება იყო და შემცირდა. ეს ჩემთვის შედეგია ისე, როგორც ლარის რყევა და ვისაც სესხები ლარში ჰქონდა ფიქსირებული, დიდად არ აისახა ვალუტის გაუფასურება, ამიტომ სიმართლე უნდა ვთქვათ - ჩვენ ლარიზაცია და დოლარიზაცია მაღალი გვქონდა - რა შედეგი მოგვცა ლარიზაციის პოლიტიკამ და სად ვართ?
მაინტერესებს, რომ გვიპასუხოთ თქვენი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შედეგად რამდენი ადამიანი გადაურჩა <ქონების გაყიდვას>, რომ ვერ აიღო სესხი და რა დაემართებოდა, რომ აეღო", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი