მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგის მიღწევას აპირებს საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების დაწესებით - პაატა იმნაძის პასუხი

6116336c0eabb
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 13:13
888
გუშინ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში ქვეყნის მასშტაბით 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რიგი შეზღუდვები გამკაცრდა. რა შედეგის მიღწევას აპირებს საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებით - ამ კითხვაზე დღეს დაავადებათა კონტროლის მიერ გამართულ ვებინარზე NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უპასუხა.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ და საკოორდინაციო საბჭოს წევრმა თქვა, რომ აღნიშნული პერიოდი რთული იქნება, თუმცა ამის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ისე უნდა შემცირდეს, რომ სამედიცინო პერსონალმა პაციენტების მომსახურება ჩვეულებრივ პირობებში შეძლოს.

„იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობაც გაითვალისწინებს იმ მძიმე მდგომარეობას, როდესაც ჩვენი ახლობლები და ნათესავები, ათეულობით ადამიანი კორონავირუსს ეწირება და მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ რეგულაციებს. ამ შემთხვევაში იმედი გვაქვს, ავადობა ამ პერიოდისთვის შემცირდება და სამედიცინო სექტორი გადაძაბვის გარეშე შეძლებს ავადმყოფების მოვლა-პატრონობას. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ ეს პერიოდი ყველაზე მძიმე იქნება და ამ პერიოდის გავლა დაგვჭირდება. ამასთან, შემდგომ პერიოდში აცრილთა ფენა მოემატება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ავადობის გაგრძელების მიუხედავად მსხვერპლი არ გვქონდეს“, - განმარტა იმნაძემ.