მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგს მოუტანს რუსეთის ეკონომიკას SWIFT-დან გათიშვა? - ქადაგიძის პროგნოზი

621a00e792689
თელარა გელანტია
26.02.22 15:25
14250
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პროგნოზით, "დიდი ალბათობით რუსეთს ჩახსნიან საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-იდან“.

ამის შესახებ ქადაგიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს და იმ შესაძლო დანაკარგებზე საუბრობს, რასაც საერთაშორისო სანქციები რუსეთის ეკონომიკას მოუტანს.

„სხვადასხვა გათვლით (ირანის ანალოგის გათვალისწინებით) მხოლოდ ეს <SWIFT-დან რუსეთის გათიშვა> გამოიწვევს ოკუპანტის

- ეკონომიკის 5-10%-იან ვარდნას;
- ექსპორტის 30 - 50%-ით შემცირებას;
- დეპოზიტების და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას;
- გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას
#სანქციებიმუშაობს
Stay strong Ukraine“, - წერს გიორგი ქადაგიძე.

მსოფლიოს ფინანსური გადარიცხვების ქსელიდან რუსეთის გათიშვის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინაში ინტერვენციის გამო სანქციები დაუწესეს. უკრაინა აქტიურად ითხოვს, რომ სანქციებში SWIFT-დან გარიცხვაც მოხვდეს. ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხავს დიდმა ბრიტანეთმა ღიად დაუჭირა მხარი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას იტალიაც დაუჭერს მხარს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს ამ საკითხზე იტალიის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა. კვიპროსთან SWIFT-ის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებაზე იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი რუსეთის SWIFT-დან გათიშვის საკითხს არ დაბლოკავს.