მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვალა ინდოელი ვიზიტორების მიმართ საქართველოს საზღვარზე

5deabf8e94224
ანი ციხსითავი
07.12.19 10:20
1260
“უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ჩვენი არც ერთი ინდოელი ტურისტი აღარ გაუბრუნებიათ საზღვრიდან. ამ ეტაპზე მთავრობისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის”,- ამის შესახებ Bm.ge-თან “Check In Travel”-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ია გედევანიშვილმა განაცხადა.

ია გედევანიშვილის თქმით, ვიზის მიღების პროცესი უფრო მოწესრიგებული გახდა და მკაფიოდ განისაზღვრა რა საბუთები მოეთხოვებათ ადამიანებს ვიზის მისაღებად და საქართველოში შემოსასვლელად. 

“გარდა ამისა, ჩვენ ვაწვდით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შსს-ს ტურისტების სიებს და მათ გარანტად ვდგებით”,- ამბობს გედევანიშვილი.

“Check In Travel”-ის დირექტორმა Bm.ge-თან წლევანდელი წელი ტურიზმის თვალსაზრისით შეაფასა. მისი თქმით, ინდოელი ტურისტების რაოდენობა მკაცრი სასაზღვრო კონტროლის გამო წინა წლებთან შედარებით ნაკლები იყო.

“230 კაციანი ინდოელი ტურისტების ჯგუფი დავკარგე, რადგან გარანტიას ითხოვდნენ, მე კი ვერ მივეცი”,- ამბობს გედევანიშვილი. მისი თქმით, წლევანდელი წელი ტურიზმისთვის რუსეთის სანქციების გამოც ძალიან ცუდი იყო.

“ნაკადი ძალიან არის შემცირებული, თბილისი ცარიელია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ტურისტები ჯერჯერობით ვერ აანაზღაურებენ ავიასანქციების დანაკლისს”,- აცხადებს გედევანიშვილი.