საქართველოს მთავრობის კუთვნილი "საპარტნიორო ფონდის" და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით, $93-მილიონიანი ინვესტიციით 2018 წელს თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმო გაიხსნა. კომპანიამ 2019 წლის დასაწყისში Boeing-ის სერტიფიცირება გაიარა და ნაწილების ლიცენზირებული მიმწოდებლის სტატუსი მიიღო.
საწარმოს იურიდიული სახელია სს "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)" და ის ეტაპობრივად საკუთარი წარმოების ზრდას გეგმავს. არსებული გეგმის მიხედვით, კომპანია წლიურად $60 მილიონის გაყიდვებზე უნდა გავიდეს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე ცნობილი გახდა თუ რა იყო კომპანიის შემოსავალი 2019 წელს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საწარმოს ბრუნვა 12,176,331 ლარი იყო და კომპანიაში 170 ადამიანი იყო დასაქმებული.
2020 წლის დასაწყისში ქარხნის 33%-იანი წილის მფლობელის, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ Elbit-ი ფონდის ვალდებულების დაგეგმილზე სწრაფ გამოსყიდვას გეგმავს.
"მიდის საუბარი, რომ დროზე ადრე თავისი ვალდებულება გამოიყიდოს ისრაელის კომპანია Elbit-მა და ა.შ," - განაცხადა 2020 წლის თებერვალში განაცხადა დავით საგანელიძემ.
თავის მხრივ, საწარმოს მიერ გამოშვებული ძირითადი პროდუქცია სამოქალაქო ავიაციისთვის არის განკუთვნილი. საუბარია კომპოზიტურ (ნახშირბადისა და პოლიმერული მასალების) ნაწილებზე, რომლებიც თვითმფრინავის ფიუზელაჟის ელემენტებს წარმოადგენენ. კომპანია Boeing-ის არაერთი მოდელის თვითმფრინავის ძირითადი ელემენტები ალუმინის ნაცვლად სწორედ კომპოზიტური ნაწილებისგან მზადდება. როგორც ცნობილია საწყის ეტაპზე საქართველოში არსებული საწარმო სწორედ ამ Boeing-ის თვითმფრინავების კონსტრუქციისთვის უშვებს ნაწილებს.
საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს აქტივების ჯამური ღირებულება 151.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ