მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს კატარის ავიახაზებს საქართველოში?

5def8481eed37
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 19:40
1198
საქართველოში "კატარის ავიახაზების" წარმომადგენლობამ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასული წლის განმავლობაში კატარის ავიახაზების მთლიანმა შემოსავალმა 18,709,000 ლარი შეადგინა. 

მთლიანობაში კომპანიის წარმომადგენლობის მიერ მიღებული წლიური მოგება 17,163,000 ლარს შეადგენს, თუმცა, აღნიშნულ თანხაში არ შედის თვითმფრინავის მომსახურების ღირებულება, რომელსაც შვილობილი კომპანია არ იხდის. 

"კატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)-ის ფილიალი საქართველოში წარმოადგენს რეგისტრირებულ უცხოური კომპანიის ფილიალს.

კომპანიის მისამართია თბილისი, თავისუფლების მოედანი 4. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი.

ადგილობრივი ფილიალი დაკავებულია მხოლოდ ბილეთების გაყიდვით და საქართველოში გაიწევა ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯები და ასევე აეროპორტის მომსახურების თანხები", - ნათქვამია ანგარიშგებაში. 

2018 წლის მდგომარეობით, კატარის ავიახაზებს საქართველოს ავიაბაზრის 2% უჭირავს; მან გასულ წელს 106,018 მგზავრი გადაიყვანა. 

2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში კატარის ავიახაზებმა 99,658 მგზავრი გადაიყვანეს, რაც საქართველოს ავიაბაზრის 2%-ს შეადგენს. 

ავიაკომპანია თბილისი-დოჰას მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

კატარის ავიახაზები მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გადამყვანია, კომპანიის ფლოტი 233 ხომალდისგან შედგება, ის 160 მიმართულებით დაფრინავს.