მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Microsoft-ს საქართველოში?

5dc400917459f
შოთა ტყეშელაშვილი
07.11.19 17:00
2846
Microsoft Georgia-მ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბილ გეითსის მიერ დაფუძნებული კომპანიის ქართულ შვილობილს გასულ წელს 2,614,000 ლარის შემოსავალი ჰქონდა. 

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, Microsoft-მა ქვეყანაში ადმინისტრაციულ ხარჯებზე 2,100,000 ლარი, მარკეტინზე კი 357,000 ლარი დახარჯა. კურსთა შორისი სხვაობიდან გამომდინარე კომპანიამ 67,000 ლარი მიიღო.

მთლიანობაში 2018 წლის სრული მოგება Microsoft-ისთვის 224,000 ლარი იყო.

შპს „მაიკროსოფტ ჯორჯია“ (შემდგომში „კომპანია“) არის საქართველოში 2009 წლის 7 მაისს დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში მაიკროსოფტის პროდუქტებთან დაკავშირებით  მარკეტინგული მომსახურებების, პროდუქტების მხარდაჭერისა და საკონსულტაციო
მომსახურებების გაწევაა.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „MSHC“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიის „Microsoft Corporation“ საბოლოო მფლობელია.