მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Oreo-ს, Alpen Gold-ისა და Milka-ს მწარმოებელს საქართველოში?

5fd60fe001482
BM.GE
13.12.20 16:48
3244
შოკოლადის პროდუქტებისა და ორცხობილების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, Mondelez International -მა საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის - “მონდელიზ საქართველოს” ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა.

“მონდელიზ საქართველო” ქვეყანაში Mondelez-ის პროდუქციის საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. 2019 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 34,860,377 ლარი შეადგინა.

მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, შემოსავლის ეს მოცულობა 2018 წელთან შედარებით 134 ათასი ლარით მეტი იყო, თუმცა კომპანიის მთავარი ხარჯი, ანუ გაყიდვების თვითღირებულება 2018 წელთან შედარებით 2.9 მილიოლიონი ლარით გაიზარდა და მან 30.7 მილიონი ლარი შეადგინა, რის გამოც ტკბილეულის მწარმოებელმა 2019 წელი 2.7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

Mondelez-ის გლობალური შემოსავალი 2018 წელს $25.86 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, საქართველოს ბაზარი კომპანიის შემოსავლის მხოლოდ 0.051%-ს შეადგენს.

Mondelez-ი ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა - Oreo, Milka, Alpen Gold, Toblerone, Barni, Belvita, Tuc-ი და სხვები.

“კომპანიის 100% წილის მფლობელია Kraft Foods Entity Holding B.V. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა Mondelez International Inc., რომელიც არის კვების მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში. ის დარეგისტრირებულია ვირჯინიის კანონმდებლობის შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშგებაში.