მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვთ საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე უმსხვილეს კომპანიებს

5df3388c76c6a
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.19 11:30
6813
წლის განმავლობაში საქართველოში 140,000-ზე მეტი ტელევიზტორი, 85,000 კონდიციონერი, 50,000 მაცივარი და 1,200,000-ზე მეტი მობილური ტელეფონი იყიდება. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრის მოცულობამ $254 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე უმსხვილეს კომპანიებს საკუთარი ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული. დოკუმენტების მიხედვით, ამ ბაზრის ყველაზე მსხვილ მოთამაშეს დღეს კომპანია "ალტა" წარმოადგენს, რომლის კონსოლიდირებული (შვილობილ კომპანიებთან ერთად) ანგარიშგების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 223,303,247 ლარი, წმინდა მოგება კი 8,568,231 ლარი იყო. ბაზარზე მეორე უმსხვილესი მოთამაშე "ელიტ ელექტრონიქსია", რომლის შემოსავალმაც 2018 წელს 180,237,000 ლარი, წმინდა მოგებამ კი 5,676,000 ლარი შეადგინა. 

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე უმსხვილესი კომპანიების მაჩვენებლები:

1) შპს ალტა და შვილობილი კომპანიები - შემოსავალი 223,303,247 ლარი; წმინდა მოგება - 8,568,231 ლარი;
2) სს ელიტ ელექტრონიქსი - შემოსავალი 180,237,000 ლარი; წმინდა მოგება - 5,676,000 ლარი;
3) შპს ალტაოქეი (მფლობელები ალტა 50%, ოქეი 50%) - შემოსავალი 119,396,452 ლარი; წმინდა მოგება - 813,270 ლარი;
4) შპს ზუმერი ჯორჯია - შემოსავალი 100,916,368 ლარი; წმინდა მოგება - 2,036,329 ლარი;
5) "მეგატექნიკა" (შპს ომეგა) - შემოსავალი 52,489,417 ლარი; წმინდა მოგება - 5,798,177 ლარი;
6) შპს მეტრომარტ - შემოსავალი 40,772,609 ლარი; ზარალი -1,157,038 ლარი;
7) ბეკო (ტექნოჰაუს) - შემოსავალი 36,348,659 ლარი; წმინდა მოგება - 3,866,126 ლარი;
8) შპს "აი პლიუსი" - შემოსავალი 33,727,656 ლარი; ზარალი -797,680 ლარი;

(რეიტინგში გამოყენებულია მათი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპით კონდიციონერებისა და გაზქურების იმპორტი იზრდება.