28.თებერვალი .2020 14:07

რა შემოსავალი მიიღო GWP-იმ 2019 წელს წყლის მიწოდებიდან?

views 649
უკან

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულმა "საქართველოს კაპიტალმა" 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია “საქართველოს კაპიტალის” შვილობილი კომპანიების ფინანსურ შედეგებზეც, მათ შორის Georgia Global Utilitis-ზე, რომელიც დედაქალაქის სასმელი წყლით მომმარაგებელ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” (GWP) მართავს.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა სასმელი წყლის მიწოდებიდან 133,284,000 ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ სასმელი წყლის მიწოდების მიმართულებით, “საქართველოს კაპიტალის” შვილობილი კომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო იურიდიული პირებისთვის სასმელი წყლის მიწოდებაა, ხოლო ფიზიკური პირებიდან კომპანიის შემოსავალი იურიდიულ პირებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

  • შემოსავალი იურიდიული პირებისთვის სასმელი წყლის მიწოდებიდან - 93,556,000 ლარი - ზრდა წინა წელთან 1.4%; 
  • შემოსავალი ფიზიკური პირებისთვის სასმელი წლის მიწოდებიდან - 39,728,000 ლარი - ზრდა წინა წელთან 0.4%; 
  • მთლიანი შემოსავალი წყალმომარაგებიდან - 133,284,000 ლარი - ზრდა წინა წელთან 1.1%. 

“საქართველოს კაპიტალის” ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წლის განმავლობაში სასმელი წყლის მიწოდების მიმართულებით მისმა შვილობილმა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს 178.4 მილიონი მეტრ კუბი წყალი მიაწოდა.

GWP-ის ისტორია:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1997 წლის 25 ივნისს დარეგისტრირდა.

2008 წელს მოხდა კომპანიის პრივატიზაცია და შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა“ (ყოფილი „მალტიპლექს ენერჯი ლიმიტედი“) შეისყიდა 100%-იანი წილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

კომპანიის ძირითად საქმიანობაა წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების შეგროვების მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისთვის და ქალაქ თბილისისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის.

კომპანია ფლობს და ექსპლუატაციას უწევს წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურულ აქტივებს, რომლებიც გამოიყენება წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების შეგროვებისთვის. კომპანია ასევე ფლობს და წარმართავს ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირებას, რითაც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და ღია ბაზარზე გასაყიდად.

კომპანიის საბოლოო მფლობელს “საქართველოს კაპიტალი” წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა