მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ამოქმედდება 24 საათიანი კომენდანტის საათი? - პრემიერის განმარტება

5e95c94a4e7d0
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 19:00
4190
ჩვენ იმედი გვაქვს, მოვახერხებთ, რომ ამ დონემდე არ მივიდეთ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 საათიანი კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

პრემიერი ინფექციის ფართოდ და სწრაფად გავრცელების შემთხვევაში 24 საათიანი კომენდანტის საათის ამოქმედებას არ გამორიცხავს.

„ჩვენ რასაც ახლა ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ინფექციის სისწრაფის გავრცელების რეგულირება. იმდენად მცირეა მონაცემები და იმდენად მცირეა ფუნდამენტური კვლევები ამ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს არასერიოზულ პროგნოზებად, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ისე ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, რომ ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური გადაკეტვა არ დაგვჭირდეს. ამ ბალანსს ვცდილობთ.

იმედი გვაქვს, რომ არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობაზე და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც მოგვიწევს სრული კარანტინის გამოცხადება, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ.

ყველაფერი დამოკიდებულია 2 რამეზე: ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობა რაოდენობრივად რამდენ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია მოემსახუროს და მეორე - რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი. ეს არის ჩვენთვის დღეს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგენელი, აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის 24 საათიანი კარანტინის ამოქმედება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.