07.დეკემბერი.2018 16:11
ეკონომიკა, ბიზნესი

რა შემთხვევაში არ დაიხურება რუსთავის მეტალურგიული - კომპანია მთავრობას 3 პირობას უყენებს

რა შემთხვევაში არ დაიხურება რუსთავის მეტალურგიული - კომპანია მთავრობას 3 პირობას უყენებს
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იანვარში დახურვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ამჟამად მიმდინარეობს საწარმო სიმძლავრეების ეტაპობრივი შემცირება, ირანიდან შემოსული დაბალხარისხიანი დემპინგური პროდუქციის გამო. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს სამუშაო ადგილები. შემდგომ გადაწყვეტილებას კომპანია მიიღებს 2019 წლის იანვარში და ის დამოკიდებულია მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზე.

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია საჯაროდ, რომ ბოლო თვეებში საქართველოს ფოლადის ბაზარზე შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, რადგან არ იყო მიღებული ზომები დემპინგური იმპორტის შესაჩერებლად. ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ფოლადის ადგილობრივი მწარმოებლები, სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან შედარებით, ჩაყენებული არიან არათანაბარ საბაზრო პირობებში. ჩვენ ვითხოვთ მთავრობის შემდეგ მოქმედებებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად:

1. შეჩერდეს ირანიდან დემპინგური პროდუქციის იმპორტი;

2. აღდგეს ფოლადის ბაზარზე სიმეტრიული სავაჭრო პირობები სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან - შეგახსენებთ, რომ ჩვენ საექსპორტო პროდუქციას სხვადასხვა სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვები ექმნება აზერბაიჯანში, უკრაინაში, ირანში, თურქეთში, აშშ-ში, მაშინ როცა ამ ქვეყნებიდან ფოლადის პროდუქცია საქართველოში შეუფერხებლად შემოდის;

3. შეჩერდეს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფების დაგეგმილი ზრდა - პარლამენტში აჩქარებული წესით განიხილება შესაბამისი კანონი.
როგორც ექსპორტზე ორიენტირებული კონკურენტული წარმოება, ჩვენ ვემხრობით თავისუფალ ვაჭრობას. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ თავისუფალი ვაჭრობის სიმეტრიული წესების დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

22.მაისი.2019 23:21
49

GWP მეოთხე წელია Fitch-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს "BB მინუსს" სტაბილურად ინარჩუნებს

ვრცლად
22.მაისი.2019 23:20
58

დეპუტატი-ლარის კურსზე: „ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული“

ვრცლად
22.მაისი.2019 23:00
43

24 მაისს, აჭარის მთავრობა ბიზნესს შეხვდება

ვრცლად
22.მაისი.2019 22:10
50

ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს

ვრცლად
22.მაისი.2019 21:50
170

„საბანკო რეგულაციების გამო, ტურ-პაკეტებზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო“

ვრცლად
22.მაისი.2019 21:40
189

ესკო: ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 21%-ით გაიზარდა

ვრცლად