10.სექტემბერი .2020 12:20

რა შემთხვევაში არ უნდა გამოცხადნენ მასწავლებლები სამსახურში?- პრემიერის მიმართვა

views 584
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო დროს რისკების მატარებელ რეგიონებში იმყოფებოდნენ, მოუწოდებს სამსახურში არ გამოცხადნენ.


პრემიერის თქმით, მთავარია ყველა ადამიანმა მიმართოს თვითმონიტორინგს და აკონტროლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს 112.

„მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო - განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა