კონკურენციის სააგენტომ ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზების მონიტორინგის შემდეგ შესაძლოა დარგის მოკვლევა დაიწყოს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე ის არის, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბაზარზე არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შესწავლის მიზნით, საბანკო დაწესებულებების მიერ, საკრედიტო ურთიერთობების დროს, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/რეალიზების ბაზრის მონიტორინგი "დაზღვევის კავშირის" მიმართვის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
„პრობლემური საკითხი დაზღვევის კავშირიდან შემოვიდა, რომელიც აერთიანებს სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობას, რომლებიც ბანკებთან აფილირებულები არ არიან და ისინი ამ პრობლემატიკაზე საუბრობენ. მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში წარმოდგენილია ერთი ქვეთავი, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზების მიმართულებით კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ფაქტები.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეგულაციით საბანკო დაწესებულებამ სადაზღვევო პროდუქტების მინიმუმ სამი არჩევანი უნდა შესთავაზოს, კონკურენციის სააგენტო არკვევს, რამდენად ხდება ეს და არის თუ არა ეს პროცესი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი. ვეცდებით ამ საკითხის შეფასება განვახორციელოთ. თუ დავინახავთ, რომ საფინანსო უწყებების მხრიდან ადგილი აქვს კონკურენციის შეზღუდვას, ბუნებრივია, ჩვენი მონიტორინგი მოკვლევაში გადაიზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში ვგეგმავთ რეკომენდაციების პაკეტის წარმოდგენას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ მიმართულებით კონკურენცია“, - განმარტა ლექვინაძემ.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ეროვნული ბანკია, სადაზღვევო სექტორს მიმართულებით კონკურენციას ჩვენი სააგენტო ახორციელებს. განახლებულმა კანონმდებლობამ მოგვცა საშუალება, რომ სხვადასხვა რეგულატორის ქვეშ მყოფი ეკონომიკურ აგენტებს შორის წამყვანი კონკურენციის სააგენტო იყოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი