მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დაუბრუნდება ქვეყანა შეზღუდვებს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

5f05c8501fbbb
BM.GE
08.07.20 17:15
960
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ეპიდსიტუაციის დაკვირვების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას განაახლებს.

"ჩვენ ყოველ კვირას დავაკვირდებით იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე იქნება შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის მიღებული.

ჩვენ გვაქვს გარკვეული შუქნიშანი, სადაც მოცემულია სამი კომპონენტი - ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული გავრცელება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომ ან გავამკაცროთ, ან შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე, შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.