მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დაუშვებს Tesla ბიტკოინით ანგარიშსწორებას - მასკი

60c77cfbc5420
ნათია თაქთაქიშვილი
14.06.21 19:00
453
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი იმ გარემოებას ასახელებს, რა შემთხვევაშიც ბიტკოინით ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და შესაბამისად, კრიპტოვალუტის ფასიც გაიზარდა.

CNN-ი წერს, რომ მასკის თქმით, Tesla იმ შემთხვევაში დაუშვებს ბიტკოინით ანგარიშსწორების შესაძლებლობას თუ კრიპტოვალუტის ნახევარი მაინც ეკოლოგიურად სუფთა გზით იქნება მოპოვებული.

„თუ მაინერები კრიპტოვალუტის ნახევარს ეკოლოგიურად სუფთა გზით მოიპოვებენ, მაშინ Telsa ბიტკოინით ანგარიშსწორების შესაძლებლობას ისევ დაუშვებს“, - დაწერა ილონ მასკმა Twitter-ზე.

მასკს არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს გააკონტროლოს, რამდენად ეკოლოგიურად სუფთა გზით იქნება მოპოვებული კრიპტოვალუტები, თუმცა ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათში 12.5%-ით გაიზარდა და 39,400 აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ: ილონ მასკმა მარტის ბოლოს განაცხადა, რომ ბიტკოინით ანგარიშსწორება შესაძლებელი გახდებოდა "ტესლაში", თუმცა მაისში თქვა, რომ ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია კრიპტოვალუტით ანგარიშწორებას აღარ მოახდენდა, რის შედეგადაც ბიტკოინის ფასი 12%-ით დაეცა.