მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გააგრძელებს ლარი გამყარებას? - ლევან ვეფხვაძის მოსაზრება

5df7577aee95c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.19 16:58
1289
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის  ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გამყარების მიზეზი მოქალაქეების და ბიზნეს-კომპანიების მიერ ლარში აღებული სესხების დოლარში გადაყვანაა, რაც თავის მხრივ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე გაზრდით არის გამოწვეული.

ლევან ვეფხვაძის აზრით, ეროვნული ვალუტის გამყარების უმთავრესი ფაქტორი ლარზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა.

„ლარის გამყარების უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ლარზე ხელმისაწვდომობა ნელ-ნელა შეიზღუდა. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ გამოიწვია ის, რომ ლარში სესხები გაძვირდა და მე მგონია, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეულმა კატეგორიამ თუ ბიზნესებმა, ლარის სესხების დოლარში რეფინანსირება მოახდინეს; გაიზარდა დოლარის რესურსზე ხელმისაწვდომობა და იცით, რომ თუნდაც ეროვნულმა ბანკმა 30-დან 25 %-მდე შეამცირა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სესხებზე, შესაბამისად, თუ ეს ნაბიჯები კიდევ გაგრძელდება, მე ვგულისხმობ - რეგულაციების შემსუბუქებას, სარეზერვო მოთხოვნის კიდევ დაწევას - ვფიქრობ, ლარის გამყარება კიდევ გაგრძელდება და შეიძლება 2.7 ნიშნულსაც მიაღწიოს. ოღონდ მთავარია, ეს გადაწყვეტილებები, დროულად განხორციელდეს", - განაცხადა ვეფხვაძემ.