მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გადადგება ცესკოს თავმჯდომარე - თამარ ჟვანიას პასუხი

5fa068286cc74
თამთა ჯიჯავაძე
03.11.20 00:11
2478
თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს [გადადგომის] გადაწყვეტილებას, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე – რა შემთხვევაში გადადგება თამარ ჟვანია.

„დღეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად ზედმიწევნით გადმოცემული... როდესაც პოლიტიკური მიზნებით ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმები, ყველასთვის ხელმისაწვდომია, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს შედეგები. თუ რომელიმე იქნება არასწორი, შემდეგ ვისაუბროთ“, – განაცხადა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ საუბრობს. პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორად შევსებული ოქმები.

თამარ ჟვანია: არჩევნები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი მონაცემებია