მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გადადგება კობა გვენეტაძე? - პრეზიდენტის პასუხი "გირჩს"

60b790229ef69
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 18:27
1152
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომაზე გამართულ დებატებში პარტია "გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კობა გვენეტაძეს მიმართა კითხვით თუ რა შემთხვევაში დატოვებს ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს პასუხისმგებლობის ნიშნად.

სებ-ის პრეზიდენტმა ამ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ის ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით მოქმედებს.

"არ ვფიქრობ, რომ რამე პირობები უნდა დადგეს. მე ვასრულებ იმ მოვალეობას, რაც გაწერილია ეროვნული ბანკის შესახებ კანონით. ხშირად მე მიწევს არაპოპულარული და არაპოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტებს და სხვა თანამდებობის პირებსაც უწევთ ამის გაკეთება. რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ის კეთდება. მე არ ვიცი თქვენთან, სამეფოში რა წესებია, მაგრამ ჩვენ კანონის მიხედვით ვსაქმიანობთ.

ეროვნულმა ბანკმა, ორგანიზაციამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ გაატარა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც ამ მიმართულებით აქვს ექსპერტიზა, აღნიშნავს, რომ სებ-მა გაატარა სწორი პოლიტიკა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.