12.მარტი .2020 14:45

რა შემთხვევაში გადაუვადებს "თელასი" სასტუმროებს ელექტროენერგიის გადასახადს?

views 388
უკან

სასტუმროების მხრიდან ელექტროენერგიის გადასახადის გადავადების მხოლოდ ერთი განაცხადია შემოსული, - ამის შესახებ BM.GE-ის "თელასში" განუცხადეს.

საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას ჰოტელიერების მიერ ეკონომიკის მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელშიც საუბარი იყო კორონავირუსის გამო ტურიზმის სექტორში შექმნილი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, აღნიშნული იყო, რომ სასტუმროს მფლობელები ნათია თურნავას ენერგოკომპანიებთან კომუნალური გადასახადების გადავადების მიზნით შუამდგომლობას სთხოვდნენ. რამდენიმე სასტუმროს მფლობელმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ენერგოკომპანიებს გადასახადების გადავადების თხოვნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც "თელასში" აცხადებენ, კომპანიას თავისი ვალდებულებები აქვს და გამონაკლისს მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე დაუშვებს, რომელშიც სასტუმროები არ შედის.

"თუ რაიმე განსაკუთრებული მითითება იქნება მთავრობის მხრიდან, იმას გავითვალისწინებთ, მაგრამ დენის ფული რომ არ ავკრიფოთ, კომპანიას ხომ თავისი ვალდებულებები აქვს.

"თელასში" სასტუმროდან ელექტროენერგიის გადასახადის გადავადების შესახებ მხოლოდ ერთი განაცხადია შემოსული. ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას, გამონაკლისები შეეხება პირველადი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს, როგორიც არის - საავადმყოფოები, საბავშვო სახლები, პოლიკლინიკები, სკოლები. ამ ჩამონათვალში სასტუმროები ვერ გავა. როგორც ვმუშაობდით, ისე გავაგრძელებთ მუშაობას. გადავადების შესახებ განაცხადის შემოსვლისას კომისია წყვეტს, გადაუვადოს თუ არა, ამა თუ იმ სუბიეტს გადასახადი. შესაბამისად, კომისია გადაწყვეტს გადაუვადდება თუ არა გადასახადი ამ სასტუმროს და რა ვადით", - განმარტავენ ენერგოკომპანიაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა