მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გადავლენ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ?

5f29702b2be1e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.20 18:22
2880
საქართველოს მთავრობის 3 აგვისტოს 1421-ე განკარგულების საფუძველზე „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერვე 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილები შევიდა, რითიც განისაზღვრა თურქეთში საქართველოს მოქალაქეების სამუშაო მიზნით გადასვლის წესი.


თურქეთის ტერიტორიაზე სამუშაო მიზნით გადასვლა საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იქნება ნებადართული, რომლებიც თურქეთის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან თუქრეთის კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევა ექნებათ. მოწვევაში დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.

ამასთან, საქართველოს მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული აპლიკაცია, სადაც დაურთავს აღნიშნულ მოწვევასა და ამ მოწვევის ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანს.

აპლიკანტის მიერ შევსებული ინფორმაციის შემოწმებას კი სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი განახორციელებს, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის მიერ შედგება და აჭარის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და შსს-ს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. ჯგუფი ასევე დაამუშავებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაში განთავსებული საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემებს.

დოკუმენტაციის შემოწმების შედეგები აპლიკანტს აპლიკაციის შევსებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ და მართვის ავტომატიზირებული სისტემის საშუალებით მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გადაეცემა.

ცვლილების მიხედვით, პროცესის კოორდინაციასა და საოპერაციო მართვის უზრუნველყოფას აჭარის მთავრობა განახორციელებს.