მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გაძვირდება ავიაბილეთები - იგორ აფციაურის მოსაზრება

5eb9176010964
სალომე მეცხვარიშვილი
11.05.20 14:12
1295
"თუ თვითმფრინავის ბორტზე შუა ადგილი სოციალური დისტანცირების მოტივით გაუქმდება, ეს ავიაბილეთებს ევროპაში 49%-ით გააძვირებს", - ამის შესახებ bm.ge-ისთან ქართული საავიაციო კომპანია “აერო ჯორჯია ჯგუფის” დამფუძნებელი იგორ აფციაური აცხადებს.

მსგავსი რეკომენდაცია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს. იგორ აფციაურის აზრით, ეს შეზღუდვა შედეგს ვერ მოიტანს, ავიაკომპანიებს კი, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

“ეს იქნება დიდი ფინანსური დარტყმა ავიაკომპანიებისთვის. მე არ ვარ ექსპერტი ჯანდაცვის კუთხით, თუმცა მგონია, რომ ეს შედეგის მომტანი არ იქნება. IATA-მაც (ავიატრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) იგივე აზრი გაიზიარა, რომ ეს არ იქნება შედეგიანი. რა თქმა უნდა, ისინი ეთანხმებიან, რომ უნდა იყოს პირბადეები გამოყენებეული და სხვა უსაფრთხოების ზომები... ეს თუ მოხდა, მხოლოდ ევროპაში, დაახლოებით, 49%-ით გააძვირებს ბილეთს ფასს, რაც კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება ამ სფეროსთვის. დიდი იმედი მაქვს, ეს ასე არ მოხდება. იქნება კომპრომისი და სხვა წესებს შემოიღებენ”,- აცხადებს იგორ აფციაური.