მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები? - მინისტრის განმარტება

612358c022996
ელენე გოგბერაშვილი
23.08.21 12:11
7541
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების მთავარ პირობად პედაგოგთა მასიურ ვაქცინაციას მიიჩნევს. მისი განმარტებით, იმისთვის, რომ სკოლები უსაფრთხოდ ჩაითვალოს, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა აიცრას. 

„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა შეძლონ უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.