25.ოქტომბერი .2021 15:36

რა შემთხვევაში იმსჯელებენ სავალდებულო ვაქცინაციაზე? - ივანე ჩხაიძის განმარტება

რა შემთხვევაში იმსჯელებენ სავალდებულო ვაქცინაციაზე? - ივანე ჩხაიძის განმარტება
views 392
უკან

იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ გარკვეულ ეტაპზე, თუკი გატარებული ღონისძიებები შედეგს არ გამოიღებს, სავალდებულიო ვაქცინაციაზე მსჯელობა საჭირო იქნება. როგორც ის ამბობს, საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ღონისძიებების გააქტიურება აუცილებელია.

„ვაქცინაციის მარათონი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ის გულისხმობს ყველა სოფელში წასვლას, მოსახლეობასთან კომუნიკაციას, ვაქცინის ხელმისაწვდომობის გაზრდას. იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოსთვის ეს კამპანია გამოიღებს შედეგს და პროცენტული მაჩვენებელი გაიზრდება. თუ ვერ მივიღეთ შედეგი და ინფიცირების მაჩვენებელი დარჩა მაღალი, ვფიქრობთ, ერთ-ერთი შესაძლებლობაა, გარკვეულ ჯგუფებში ქვეყანამ სავალდებულო ვაქცინაციის გზა აირჩიოს.

ბევრი ქვეყანა ირჩევს ამ გზას. შესაძლოა, სავალდებულო იყოს სამედიცინო პერსონალის აცრა, ასვეე საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავეების, მასწავლებლების - ვარიანტი ბევრია. ესენი არიან ადამიანები, ვისაც აქვს მეტი შეხება და მეტი რისკი როგორც ინფიცირების, ისე ინფქციის გავრცელების. თუ ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირდა, ვფიქრობ, შესაძლებელია, ეს საკითხი თავიდან იქნას განხილული“, - განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება პრემიერის მოსაზრებას, რომ ის სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს, ივანე ჩხაიძის თქმით, სამედიცინო სფეროს თავისი მოსაზრება აქვს და მთავრობას - თავისი.

„სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრება ერთია, პრემიერის - მეორე. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ქვეყნაში დადგეს დრო, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იქნება მაღალი, ვერ მოხერხდება იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლის გაზრდა და მაშინ შესაძლებელია, სავალდებულო აცრის საკითხი იყოს განხილული. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია, ქვეყანას ეს გადასაწყვეტი გარკვეულ ეტაპზე ჰქონდეს", - განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა