მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში იმუშვებს ქართველების ცირკულარული დასაქმების პროგრამა ევროპაში?

5dfdd37cabc69
ინგა მურუსიძე
21.12.19 14:10
1164
PMC კვლევითი მიმართულების დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ ევროპაში საქართველოს მოქალაქეების ცირკულარული დასაქმების პროგრამა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან წავლენ კვალიფიციური ადამიანები და იქ დასაქმდებიან კვალიფიციურ, მაღალანაზღაურებად ადგილებზე.

როგორც ხიშტოვანმა bm.ge-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა, რომელიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ „მოკიდებენ ხელს ადამიანებს და ყველას დაასაქმებენ ევროპაში“.

„დასაქმების მსგავსი ხელშეკრულება უკვე გვაქვს საფრანგეთთან, თუმცა რატიფიცირებას დასჭირდა ძალიან დიდი დრო. ამაზე უნდა იმუშაოს მთავრობამ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ პროგრამის განხორციელება არ გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის უცხოეთში დასაქმებას. ეს ვერ მოხდება. ვისაც ამის ეშინია, რომ უცებ შეგვკრებენ და წაგვიყვანენ უცხოეთში, ეს ასე არ იქნება, მაგრამ დიდი იმედებიც არ უნდა გვქონდეს, ქმედითი მექანიზმები უნდა იყოს სწორი. ამას მონიტორინგი უნდა გავუწიოთ“, - განაცხადა ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ „ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან ვაფორმებთ კონტრაქტებს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასასაქმებლად“.