მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ისარგებლებენ შეღავათებით მცირე ჰესების ინვესტორები? - მთავრობის გადაწყვეტილება

5db1532012ae5
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.19 11:28
1014
მცირე ჰესები, რომლებიც მთავრობისგან ენერგიის გარანტირებულ შესყიდვას არ მოითხოვენ, შეღავათით ისარგებლებენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

საუბარია სამშენებლო გარანტიის შემცირებაზე, მინისტრის განმარტებით, თუ აქამდე ერთ მეგავატზე ინვესტორისგან 100 ათასი დოლარის გარანტია იყო საჭირო, ახლა ეს მონაცემი 10 ათას დოლარამდე მცირდება.

“მცირე ჰესების ინვესტორები, რომლებიც არ მოთხოვენ სახელმწიფოსგან გარანტირებულ შესყიდვას და ასეთები საკმაოდ ბევრია, მცირდება ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რომელიც აქამდე ერთ მეგავატზე 100 ათას დოლარს შეადგენდა. იმ ჰიდროელექტროსადგურებისთვის, ვინც არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას და არანაირ დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა 10-ჯერ მცირდება და წარმოადგენს 10 ათას დოლარს მეგავატზე.

ამით ჩვენ ვაღწევთ იმას, რომ გამოთავისუფლდება დაახლოებით 10-% მათი რესურსისა, რომელიც მოხმარდება სწრაფ მშენებლობას და მცირე სადგურების განვითარებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში. ერთი მხრივ, ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჩენა, რამაც სტიმული მისცა ისეთ ჰესებს, რომლებიც არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და მეორე მხრივ, დამატებით ვუმცირებთ გარანტიას, ვუტოვებთ მათ განკარგვაში მეტ რესურსს, რომელიც მოხმარდება ჰიდროელექტროსადგურების სწრაფ მშენებლობას”,- აცხადებს ნათია თურნავა.