მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში მოხდება IMF-ის პროგრამის გადაკეთება - სელიმ ჩაქირის პასუხი

5eb5b0da4d6ce
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.20 23:29
1415
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადენელმა სელიმ ჩაქირმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიური მდგომარეობის შესაკავებლად გატარებული ზომების ხანგრძლივობა საკმაოდ დიდი იქნება და პარალელურად ამით ეკონომიკა მნიშვნელოვან ზიანს მიიღებს, მაშინ ხელახალი მოლაპარაკებების გამართვა და პროგრამის გადაკეთება იქნება საჭირო. ამასთან ჩაქირი ამბობს, რომ ეპიდემიის შეკავების ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებებს მთავრობა ამ სფეროს სპეციალისტებისგან იღებს. 

“ეპიდემიოლოგი არ ვარ. ეს მაინც იმ ტიპის გადაწყვეტილებაა, რომელიც ჯანდაცვის სპეციალისტებს უნდა დავუტოვოთ. ფაქტია, რომ კოვიდ-19-ის შეკავებას გარკვეული ეკონომიკური ფასი აქვს. მაგრამ ამ შეკავების გარეშე, არანაირი ეკონომიკური გაჯანსაღება არ იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა კონსულტაციებს გადის ჯანდაცვის სპეციალისტებთან თუ როდის გახსნას ეკონომიკა, რამდენად გახსნას. ჩვენი საქმეა, შევაციროთ ის ფასი, რასაც ეკონომიკა საბოლოო ჯამში გადაიხდის.

ზიანი გარდაუვლად დადგება - რესურსები შეზღუდულია, აღარ არის ისე, როგორც ეს დასაქმების ან ღია ბიზნესის პირობებში იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი აქ ის არის, რამდენად შეძლებს საქართველოს მთავრობა საკმარისი რესურსების მობილიზებას, რომ მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა.

პროგრამა მხარდაჭერის სქემებს 6 თვის მანძილზე ინარჩუნებს, როგორც ეს მთავრობამ განაცხადა - თუ კოვიდ-19-ს ამ დრომდეც ვერ მოვერევით, ვირუსის შეკავების ზომები ისევ შენარჩუნდება და ამის გამო, ეკონომიკა კიდევ უფრო დიდ ზიანს მიიღებს, მაშინ - მოგვიწევს ერთად დასხდომა და პროგრამის გადაკეთება. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული დოზით, ამ პროგრამაში ბუფერები თავიდანვე გათვალისწინებულია,”- ამბობს სელიმ ჩაქირი.