მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში მოხსნის მთავრობა "კომენდანტის საათს"?

60363bc68a60e
ინგა მურუსიძე
24.02.21 16:12
4537
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ე.წ. კომენდანტის საათი არც გახანგრძლივდა და არც მოიხსნა.

გაბუნიას თქმით, ღამით გადაადგილების შეზღუდვა ძალინ ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრიობა, რომელსაც აქამდე მივყვებოდით, გავაგრძელოთ და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რომელიც დაგვრჩა. გარდა ამისა, კომენდანტის საათი იყო ერთ-ერთი ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც რეალური შედეგი დაგვანახა და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ქვეყანაში ვითარება, რომ კომენდანტი მოიხსნას, გაბუნია პასუხობს: „დღევანდელი ეპიდვითარება გარკვეულწილად სტაბილური, მისაღებია, თუმცა არ არის ის იდეალური მდგომარეობა, რაც უნდა გვქონდეს, დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე უნდა იყოს და დღიური შემთხვევები უნდა იყოს 100-ის ფარგლებში. ჩვენ დღევანდელი შემსუბუქების პირობებში მთავარი ამოცანა გვაქვს, რომ შენარჩუნდეს დღევანდელი მდგომარეობა. დღეს დაანონსებული გახსნების შედეგად შენარჩუნებული სტაბილური მდგომარეობა მოგვცემს საშუალებას, ვიფიქროთ შემდგომ შემსუბუქებაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ხალხმრავალ შეკრებებზე შეზღუდვების მოხსნას, თამარ გაბუნიას თქმით, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.