მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებში მოწევა?

6078772f0fb48
ანუკა ჯოხაძე
16.04.21 00:00
11681
ტაქსებში შესაძლოა თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს - შესაბამის ცვლილებებზე საქართველოს პარლამენტის 13 აპრილის დადგენილებაშია საუბარი. დადგენილებაში ნახსენებია კონკრეტული ინიციატივები, რომელზეც კონსულტაციების დაწყება იგეგმება.

ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე გვიხსნის, რომ დადგენილება რიგ შენიშვნებსაც აერთიანებს, რა მიმართულებითაც კონტროლის გამკაცრებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, მათ შორის განიხილება ტაქსებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა. შეზღუდვებს შორის შესაძლოა მოხვდნენ სასცენო მსახიობებიც, რომელთაც სცენაზე თამბაქოს მოწევის იმიტაცია მოუწევთ.

“ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილია, სადაც მოწევა ზიანის მომტანია. ცივილიზებულ ქვეყნებში ამაყობენ იმით, რომ მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პატარა მოცულობის ტრანსპორტშიც კი აკრძალულია თამბაქოს მოხმარება. გარდა ამისა, ავტომობილების კერძო მფლობელებსაც უნდა მივმართოთ. მანქანაში თუ არასრულწლოვანი ზის, მოწევა არ შეიძლება. მოქმედ კანონში სცენაზე რეალური მოწევის ნებართვა არსებობს. ჩვენ ესეც გვინდა შევცვალოთ და იმიტაციის დონეზე მოხდეს თამბაქოს მოხმარება”-აცხადებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე.

ცნობისთვის, საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აიკრძალა. ამასთან ერთად მას შემდეგ პერიოდულად ამოქმედდა რიგი შეზღუდვები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას შეეხო.

პარლამენტის 13 აპრილის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ რეფორმით დადგენილ ნორმებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 86% მხარს უჭერს. შესაბამის შედეგებს კი, როგორც ლადო კახაძე გვიხსნის კვლევა ადგენს, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან მოყოლებული 18 თვის მონაცემებს აერთიანებს.