მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეიძლება დამძიმდეს "ომიკრონი"?

620b641d7865a
მარიამ ვარადაშვილი
15.02.22 12:36
2016
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ასაკოვან, აუცრელ და მძიმე დაავადებების მქონე პირებში ომიკრონის გართულების რისკი არსებობს. ასე უპასუხა გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას რამდენი ადამიანია საქართველოში ომიკრონის შტამით გარდაცვლილი.

“ომიკრონის შტამი იანვრიდან აქტიურ ცირკულაციაშია. ზუსტად დიფერენცირება, რამდენი იყო ომიკრონთან დაკავშირებული გარდაცვალება და რამდენი დელტა შტამთან, ძალიან რთულია. ამის მიზეზი არის ის, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული ომიკრონის შემთხვევები ერთეული გვაქვს.

ძალიან მცირე იყო ომიკრონის კოჰორტაში გარდაცვლილების რაოდენობა. დიდ კოჰორტაში გარდაცვალების შემთხვევების ნაწილი რათქმაუნდა, ომიკრონის შტამს უკავშირდება: ეს არის დიდი ასაკის მქონე პირებში, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში და პირებში, თუ ისინი აცრილები არ არიან. ამ შემთხვევებში უფრო მეტად არის ომიკრონის დამძიმების რისკი”,-ამბობს გაბუნია.