მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეიძლება "ელიავას ბაზრობა" ონლაინ-ვაჭრობაზე გადავიდეს - მმართველი კომპანია

5eb25fa120d8e
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.20 17:40
5111
ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობა მაისის ბოლოს გაიხსნება, ამის შესახებ  BM.GE-ს მმართველი კომპანიის „სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფის" წარმომადგენელმა განუცხადა.

ელიავას ბაზრობის 7 ჰექტრის მმართველ კომპანიში ამბობენ, რომ ონლაინ გაყიდვების რეჟიმზე არ გადასულან და შესაბამისად, "ზარალი როგორც ყველგან, აქაც დიდია".

ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ მოიჯარეებთან იჯარის გადახდის საკითხზე, ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ ჰქონიათ, თუმცა ამოქმედების შემდეგ ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში დადგება.

„მარტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მოიჯარეებთან იჯარის გადასახადის საკითხზე საუბარი არ ყოფილა, რომ გაიხსნება ეკონომიკა და შესაბამისად, ჩვენი ბაზრობაც, შედგება კომუნიკაცია და კანონმდებლობის მიხედვით ვიმოქმედებთ. იმ შემთხვევაში თუ ვაჭრობის განახლება, ობიექტური მიზეზების გამო კიდევ გადაიდება, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, ონლაინ ვაჭრობის ამოქმედებაზეც“, - ამბობენ „სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფში“.