07.მაისი .2020 13:41

რა შემთხვევაში შემცირდება დოლარიზაციის მაჩვენებელი? - დავით კვაშილავას მოსაზრება

views 328
უკან

დღეს საქართველოს ბანკებში არსებული დეპოზიტების 66.28%, ხოლო სესხების 58.78% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ამ მაჩვენებლების შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი უკვე არაერთი წელია “დედოლარიზაციის” პოლიტიკას ატარებს. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ქვეყანაში სხვადასხვა წლების მიხედვით, დოლარიზაციის მაჩვენებლები არის გაანალიზებული. კვლევის ავტორმა, დავით კვაშილავამ, გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებისთვის ყველაზე მთავარი არის ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა. ამ ფაქტორის შენარჩუნების გარეშე კი ეს მიზანი სავარაუდოდ, ვერ მიიღწევა.

“ნდობა ბოლო პერიოდში საკმაოდ პრობლემური იყო. როდესაც ვსაუბრობთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, აქ რამდენიმე კომპონენტია. პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია, არის ორმხრივი ცურვა გაცვლითი კურსისა. თუ გვინდა რომ დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდეს, მაშინ დეპოზიტარებს არ უნდა ჰქონდეთ მუდმივი მოლოდინი, რომ გაცვლითი კურსი მუდმივად გაუფასურდება. როდესაც ვხედავთ რომ წარსულში გაუფასურების ტენდენციები არის ძალიან ხშირი და მას გამყარების ტენდენციები არ მოსდევს ხოლმე, ნდობის მოპოვება ეროვნული ვალუტის მიმართ არის საკმაოდ რთული.

ინფლაციის კუთხითაც გვქონდა პრობლემები. იყო წლები, როდესაც ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ბევრად მაღალი იყო. ზოგჯერ ეს განპირობებული იყო მთავრობის პოლიტიკით და აქციზის ზრდით, ზოგჯერ, ეს საგარეო შოკებით იყო გამოწვეული, მაგრამ ის რომ ინფლაცია ხშირად აღემატება თარგეთს, ესეც ცუდია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. ასევე ეკონომიკური ზრდაც უნდა განვიხილოთ, საკმაოდ შენელებულია როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში ზრდა. ეს ყველაფერი კრავს ისეთ სურათს, რომ მაკროსტაბილურობის მიმართულებით რაღაც მიღწევები გვაქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია იმისთვის, რათა ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ აღდგეს.

[კაპიტალის ბაზრის განვითარება] ძალიან მნიშვნელოვანია დედოლარიზაციისთვის. რომ გადავხედოთ წარმატებული ქვეყნების მაგალითებს, დედოლარიზაციის პროცესს მათთან თან ახლდა კაპიტალის ბაზრის განვითარება. უნდა შეიქმნას ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი რესურსი, რაც ჩვენ შემთხვევაში თითქმის არ ხდება,”- ამბობს დავით კვაშილავა.

დავით კვაშილავა საქმიან დილაში:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა