27.თებერვალი .2020 21:30

რა შემთხვევაში შეწყდება სასწავლო პროცესი

views 366
უკან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტის წინაპირობა არ არსებობს.

ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. თუკი ასეთი რეკომენდაცია გვექნება ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ხუციშვილმა.