ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში 112-ზე არამიზნობრივი ზარების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა და განმარტა, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ეხება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ან საოპერაციო შტაბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე.
„მაგალითად, თუ პირობითად რომელიმე ქალაქში შესვლა-გასვლაზე დაწესდა შეზღუდვები, ან რომელიმე სკოლაში დაწესდა თუ მოიხსნა შეზღუდვები, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე. ხოლო ყველა იმ კითხვით, რომელიც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, კორონავირუსთან ან ვირუსის სიმპტომებთან არის დაკავშირებული, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ 112-ს. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თავი შევიკავოთ არამიზნობრივი ზარებისგან. პირობითად, ერთ დახველებაზე არ დავრეკოთ 112-ზე. რეალურად, თუ სიმპტომები იქნება და ამ სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის როგორც stopcov.ge-ზე, ასევე მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთ შემთხვევაში დავრეკოთ 112-ზე, რათა მაქსიმალურად დავტოვოთ დრო და სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მივეცეთ პანიკას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს ცხელი ხაზების გადატვირთულობას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ