06.დეკემბერი .2019 16:00

რა შემთხვევაში წავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სასამართლოში?

views 492
უკან

ანაკლის განვითარების კონსორციუმი სახელმწიფოსთან სასამართლო დავის დაწყებას არ გამორიცხავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, მათი შემდგომი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და იგივეს მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ პროექტი წავიდეს წინ. ვადებზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად და თუ კიდევ ერთხელ იქნება საუბარი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, მოგვიწევს ამ პროექტის სამართლებრივ დავაში გადაყვანა, რაც არ წაადგება არც ქვეყანას და არც პროექტს.

იმ ვითარებაში, რაშიც აღმოვჩნდით, ძალიან რთული და არაკონსტრუქციულია ვადებზე საუბარი. ინვესტორებთან მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიდის, რაზეც გავლენას ახდენს ის საინვესტიციო გარემოც, რაც ქვეყანაშია.

დავის დეტალებზე პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე ახლა ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რა მოლაპარაკებებსაც წარვმართავთ, თუ დადგება ეს საჭიროება ამაზე მერე გავაკეთებთ განცხადებას.

პროცესი მიდის და უნდა დაველოდოთ განვითარებას. ულტიმატუმებით საუბარი არასდრორს არის მოგებიანი“ - განაცხადა ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა