მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული? - მთავრობის განმარტება

5e83783d2d365
თამთა ჯიჯავაძე
31.03.20 21:20
2866
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით, მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით.

მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის - ბავშვებს.