16.ივლისი .2020 10:28

რა შენიშვნები გაითვალისწინა კომისიამ ელ.კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით?

views 661
უკან

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური ირწმუნება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტში სრულად არის ასახული.

საქმე იმაშია, რომ პარლამენტში კანონპროექტის ხმაურიანი მოსმენები და დახურული შეხვედრები უკვე გაიმართა და გუშინ პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

„პირველი მოსმენისას და მანამდეც რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა და გამოთქმული შენიშვნები და შესწორებები, რომელიც გამოითქვა, დოკუმენტში ყველაფერი ასახულია.

საბოლოო ვარიანტი სრულად არის უკვე ასახული კანონპროექტში და ასე გამოიყურება:

საბოლოოდ, კონცენტრაციის საკითხის გარდა, რომელიც აქტივების გასხვისებას და შერწყმას წინასწარ შეტყობინბეას გულისხმობს. ასევე ხუთი სპეციფიური მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხორციელდებოდა სპეციალური მმართველის შესვლა, მაგრამ ხუთიდან სამი სპეციფიური ვალდებულება ამოღებულია და შესაბამისად, საბოლოო ვარიანტში დარჩა ორი სპეციფური ვალდებულებისთვის დროებითი მმართველის შესვლა, ოღონდ ესეც ლიცენზიისა და ნებარტვების შესახებ არსებული კანონების შესაბამისად. დროებითი მმართველის მექნიზმი საბოლოო ვარიანტში არის შემდეგნაირად - კონცენტრაციის საკითხებზე და ორი სპეციფიური ვალლდებულების - თავისუფალი დაშვების და სატარიფო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა ჩაირთოს. ისიც მოქმედ კანონმდევლობით გათვალისწინებული ჯარიმების და სანქციების შემდგომ“, - განაცხადა ბექაურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა