მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა კომიტეტმა მხარი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს?

5f1172f4978bc
თელარა გელანტია
17.07.20 13:38
1196
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე, მეორე მოსმენით იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქცია პარლამენტში მისი შემოტანის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და მასში კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნები აისახა. მან კოლეგებს კანონპროექტში უკვე შეტანილ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს - სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და დარგის ექსპერტებს, საშუალება მისცა შენიშვნები და მოსაზრებები არა მხოლოდ კანონპროექტის მუხლებზე და პუნქტებზე გამოეთქვა, რასაც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პროცედურები ითვალისწინებს, არამედ დამსწრე საზოგადოებას უფლება მიეცა ცვლილებების პროექტის პრინციპებზეც ესაუბრათ, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენის პროცედურას წარმოადგენს.

სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მუხლობრივად წარმოადგინა და ყურადღება იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.

რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებების არსს - კანონის პროექტის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში, უფლებამოსილი იქნება გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის უფლება შეაჩეროს.

ამასთანავე, ყველა სამედიცინო დაწესებულებას ვალდებულება ეკისრება მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროება.

კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივად განხილვის პროცესში კომიტეტის წევრების და სამედიცინო დარგის წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია გამოითქვა. საკითხები შეეხებოდა როგორც ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას, ასევე სანქციების ნაწილს და საქმიანობის შეჩერების პროცედურებს.

საკითხის განხილვის შემდეგ, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.

წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტზე კომიტეტის სხდომა დღეს კიდევ ერთხელ გაიმართება, რომელზეც მისი მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვა მოხდება.