22.ივნისი .2020 22:05

რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს? – UNDP-ის წარმომადგენლის პასუხი

რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს? – UNDP-ის წარმომადგენლის პასუხი
views 1049
უკან

საკითხავია რა დასჭირდება მსოფლიოს მომავალში, რაშიც საქართველოც შეძლებს წვლილის შეტანას - ამაზე ჯადოსნური პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, დროა რისკები დავაბალანსოთ. საქართველო ნამდვილად საუკეთესო მიმართულებაა, როგორც ტურისტული ქვეყანა პანდემიის გარეშე, მაგრამ სხვა მიმართულებების განვითარება არის უსაფრთხო სტრატეგია მომავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონიმ BMG-ს გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ,რეალური კითხვაა, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს. რა თქმა უნდა, ტურიზმი და ასევე სოფლის მეურნეობა კარგი შესაძლებლობებია საქართველოსთვის. ამ ქვეყანას საკმაოდ დიდი სოფლის მეურნეობის სექტორი აქვს, თუმცა მას არ აქვს მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულება ეკონომიკის, ან საარსებო წყაროების თვალსაზრისით, ამდენად მისი პროფესიონალიზაცია მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ბევრი სამუშაოა გასაწევი. ფერმერობა აღქმული უნდა იქნას როგორც ჩვეულებრივი პროფესია, რომლის შეძენა შესაძლებელია, ანუ როგორც სკოლაში სწავლობ რაღაცას ისე. არავინ იბადება ფერმერად, ეს უნდა ისწავლო. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს გადამამუშავებელ მრეწველობას, მეღვინეობას, ეს ცნობილი საკითხებია. როდესაც ვფიქრობთ რა სექტორებია მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მე არ მაქვს რაიმე ჯადოსნური პასუხი. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებაა ახლებური ხედვის ჩამოყალიბება, როდესაც გამოდიხარ შენი ნიშიდან და გარედან აკვირდები მოვლენებს“, - განაცხადა ვინტონიმ.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, „დიდი ტვინების“ ჩართვა მაღალი პოტენციალის მქონე მიმართულებების გამოსავლენად.

„მომსახურებებიც უნდა იყოს გათვალისწინებული მაღალ ტექნოლოგიური ინდუსტრიები, რა თქმა უნდა კარგი აზრია ქალების ჩართვა, რადგან ქალები არ არიან აქ სათანადოდ წარმოდგენილი, არადა მათ ძალიან კარგი გონება აქვთ. ასევე საკითხავია რა დასჭირდება მსოფლიოს მომავალში, რაშიც საქართველოც შეძლებს წვლილის შეტანას. მე არ მაქვს ჯადოსნური პასუხი, მაგრამ ვფიქრობ დროა რისკები დავაბალანსოთ, საქართველო ნამდვილად საუკეთესო მიმართულებაა, როგორც ტურისტული ქვეყანა პანდემიის გარეშე, მაგრამ სხვა მიმართულებების განვითარება არის უსაფრთხო სტრატეგია მომავლისთვის“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა